ვახო სანაია: სამივე ჩაჯდება ციხეში – ეს არის ჩემი მოთხოვნა, არ გაბედოს სხვა გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლებამ

ტვ “ფორმულას” ტელეწამყვანი ვახო სანაია, რომლიც პროკურატურამ დაზარალებულად ცნო, სამივე ბრალდებულის პატიმრობას ითხოვს.

მისი განცხადებით, ყველა ბრალდებული მასზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილეობდა დაა სამი თავდამსხმელიდან 2 დანამდვილებით მას შეურაცხყოფას, როგორც ჟურნალისტს ისე აყენებდა.

“გიგაური, რომელიც პირველად წამოვიდა დასარტყმელად, როცა მე გავიწიე წაიქცა. შემდეგ ის ორი მოვიდა, ამასობაში ესეც წამოდგა,და სამივე მონაწილეობდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაში – ხელებით, ფეხებით. ამიტომ ამ ნაწილში სამივეა დამნაშავე. რაც შეეხება ჟურნალისტურ საქმიანობას, გიგაური ცალსახად დამნაშავეა, მეორეც, საყევარიშვილი ასევე ცალსახად დამნაშავეა. პირდაპირ ამბობდნენ, როგორც ჟურნალისტს ისე მაყენებდნენ შეურაცხყოფას, ასახელებდნენ ტელევიზიებს, სადაც ვმუშაობდი.

რაც შეეხება ერთ-ერთს, სახელაშვილს, ის ფიზიკურ ძალადობაში მონაწილეობდა, თუმცა მის ნაწილში არ მომისმენია ტელევიზიის ხსენება ან რაიმე ამდაგვარი ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით. თუმცა ისიც უნდა დაისაჯოს, რადგან ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილეობდა. სამივე ჩაჯდება ციხეში, ეს არის ჩემი მოთხოვნა და არ გაბედოს სხვა რაიმე გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლებამ”, – ამბობს ვახო სანაია.

შეგახსენებთ, “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიაზე განხორციელებული თავდასხმისთვის დაკავებულ პირებს პორკურატურამ ბრალი წარუდგინა და საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნით უკვე მიმართა.

დაკავებულების მიმართ წარდგენილი საბრალდებო მუხლები ძალადობით ან ძალადობის მუქარით განხორიციელებულ დევნას, სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას და ძალადობას გულისხმობს.

გიგაური, სახელაშვილი და საყევარაშვილი ფორმულას ტელეწამყვანს ჟურნალისტური საქმიანობის გამო გუშინ, 25 თებერვლის დილას დაესხნენ თავს, როდესაც სანაია ნათესავთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა და ავარიული სიტუაციიდან კუთვნილი მანქანის ამოყვანას სამაშველო სამსახურების დახმარებით ცდილობდა.

თავდასხმის შედეგად ვახო სანაიას ტვინის შერყევა დაუდასტურდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...