ვახო სანაია: მინდა მივმართო ოპოზიციის წარმომადგენლებს: თქვენ უნდა იყოთ ჩვენი ხმა!

“ფორმულას” ტელეწამყვანმა, ვახო სანაიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ ხვალ, საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მედიის წარმომადგენლები დახვდებიან. მან ასევ მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას

“ხვალ, ამ შენობაში მოდის 5 ივლისის ერთ-ერთი შემოქმედი, პირადად ჩემთვის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური. ჩვენ, ჟურნალისტები ხვალ ვიკრიბებით აქ. მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, არ გადაკეტოს საკანონმდებლო ორგანოს კარები, როგორც ეს გააკეთა წინა შემთხვევაში.

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ სხდომაზე გამოვჩნდეთ. მინდა მივმართო ოპოზიციის წარმომადგენლებს, თქვენ უნდა იყოთ ჩვენი ხმა, იმ ტყუილებს თქვენ უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა. ჩვენ 12:00 საათზე ვიქნებით საქართველოს პარლამენტთან და გაჩვენებთ, რა შეგვიძლია”, – განაცხადა ვახო სანაიამ.

კომენტარები
იტვირთება...