ვახო სანაია: ის არარაობები, ტელევიზიებით რომ გამოდიან, რას ფიქრობენ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ინფორმირებული არ არის?

“ის არარაოებები, რომლებიც ტელევიზიებით გამოდიან, რას ფიქრობენ, რომ შეერთებული შტატების უძლიერესი სახელმწიფო მდივანი განცხადებას რომ აკეთებს, ის არ არის ინფორმირებული?” – ამის შესახებ “ფორმულას” წამყვანმა ვახო სანაიამ აქციაზე დასვა კითხვა.

“დინამიკას რომ დავაკვირდეთ, თავიდან ცალკეულ სენატორებზე იძახდნენ, რიგითი კონგრესმენები არიანო, ხომ უნდა მიმხვდარიყვნენ, საითაც მიდიოდა ეს ამბავი? შემდეგ, ევროკავშირის ყველა ქვეყნის განცხადება, რომ დააყენეთ პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგი. ღარიბაშვილი უნდა გადადგეს და ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი. აი იმ ფარსს რომ გვთავაზობენ, ვითომ 11 დღის შემდეგ რომ ჩხრეკენ.

ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც გასაკეთებელია და ყველა აგებს პასუხს. ღარიბაშვილი, რომელიც სრულიად წაშლილი სახით დარბის და ემალება ჟურნალისტებს. მერე, სრულიად პოპულისტური მიზნით, პატრიარქთან მიდის ფოტოს გადასაღებად.არაფერი არ უშველის ღარიბაშვილს.

ჩვენ პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რომ მარტო სტუდიებიდან კი არა, ქუჩიდან ვიბრძოლებთ და ამას ხედავს საზოგადოება” – განაცხადა ვახო სანაიამ.

კომენტარები
იტვირთება...