ვახო სანაია: არავინ გაიფიქროს ხელისუფლებაში, რომ ეს არაკაცები გამოაძვრინოს

უცებ გადაიქცნენ მოგუნდავე ბიჭებად. ვითომ ქუჩაში რომ არიან და ქუჩის ამბავიც არ იციან – ქალებს არ უნდა შეეხონ და ბავშვი სადაც არის, იქ თავი უნდა შეიკავონ და რომ წაქცეულს სამი ადამიანი არ უნდა ურტყამდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ჟურნალისტების კონსოლიდაციაა საჭირო და ის ყველა ჟურნალისტს დაიცავს, როგორი პოზიციების ჟურნალისტები უნდა იყვნენ. ამასთან სანაია იმასაც ამბობს, რომ ხალხის დაგეშვა ჟურნალისტებზე ნიშნავს, რომ საკუთარ ქვეყანას უპირისპირდები.

“წინასწარი პატიმრობა ახლა და პატიმრობა ამის შემდეგ, რაც ეკუთვნით და მე ამის შემდეგ გავივლი თავად მუხლებზე შესაბამისობას, ამის გარდა არის თუ არა საჭირო რაიმე მუხლებით დამძიმება. არავინ არ გაიფიქროს ახლა ხელისუფლებაში, ეს არაკაცები გამოაძვრინოს მაქედან, ეს მარტო ჩემი საქმე არ არის, ეს არის ყველა ჟურნალისტის საქმე”, – ამბობს სანაია, რომელიც ამბობს, რომ მას დაუკავშირდნენ საერთო ახლობლების საშუალებით და პატიება ითხოვეს.

“ხომ იცი, საერთო ნაცნობების გამონახვას რომ ცდილობენ… მივიღე წერილი, რომელსაც არ ვუპასუხე და ახლა ამ ადამიანს ვეუბნები, რომ არც გაბედოს კიდევ ერთხელ მოწერა ამ შინაარსით, რომ თურმე ცხოვრებას ნუ ავურევთ ბიჭებს. ჯერ ერთი მაგათი ბიჭობა რა ვთქვი მე, არაკაცები არიან და ფარჩაკები. არც გაბედოს მოწერა. იმიტომ კი არა, რომ პატიება არ შემიძლია – ძალიან ბევრი რამის პატიება შემიძლია, მაგრამ მარტო მე არ მეხება ეს ამბავი. ეს ამბავი ეხება თითოეულ ჩემს კოლეგას და არა მხოლოდ მათ, არამედ მოქალაქეებსაც. ახლა მე რომ არ ვიყო ჟურნალისტი ვახო სანაია, ვიცი რა მოძრაობებიც იქნებოდა.

უცებ გადაიქცნენ მოგუნდავე ბიჭებად. ვითომ ქუჩაში რომ არიან და ქუჩის ამბავიც არ იციან – ქალებს არ უნდა შეეხონ და ბავშვი სადაც არის, იქ თავი უნდა შეიკავონ და რომ წაქცეულს სამი ადამიანი არ უნდა ურტყამდეს”, – განაცხადა ვახო სანაიამ.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ზოგიერთმა ტელევიზიამ ეს საინფორმაციო გამოშვების ბოლოს გაუშვა, მაგრამ ყველა თავად წყვეტს.

“მიუხედავად იმისა, როგორი პოზიციების ჟურნალისტები უნდა იყვნენ. დარწმუნებული ვარ, რომ შენც მიერთდები, რომ თითოეულ მათგანს დავიცავთ. ხალხის დაგეშვა ჟურნალისტებზე ნიშნავს, რომ საკუთარ ქვეყანას უპირისპირდები. კრიტიკული მედია თუ არ გექნება, ისეთი მედიაც, რომელიც ვთქვათ ხელისუფლების პოზიციას გამოხატავს, ყველას თავის საქმეში გაუმარჯოს…ესენი ხომ ჩვენი კოლეგები არიან?! ისევე გავაპროტესტებთ ნებისმიერზე თავდასხმას თუ აგრესიას, როგორც ჩვენ თავზე, იმიტომ, რომ მედიას გვჭირდება კონსოლიდაცია. ვეუბნები მათაც, ვინც დავალებით კომენტარებს წერენ ხოლმე, ამ ტროლებსა და ბოტებსაც ვეუბნები, რომ ჩვენ თქვენთვისაც ვმუშაობთ”, – განაცხადა ვახო სანაიამ.

შეგახსენებთ, ვახო სანაიას გუშინ დილით უცნობმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რომელიც ადგილზე ოჯახის წევრებთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. პროკურატურამ ბრალდებულები დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლო კი აღკვეთი ღონისძიების სახეზე ამ წუთებში მსჯელობს. ვახო სანაია პატიმრობას ითხოვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...