ვახო ხუზმიაშვილი გიორგი ბარამიძეს: „კლასი დაგივარდათ, ბატონო გიორგი“ (ვიდეო)

გადაცემაში “თავისუფალი სივრცე” კამათი იყო.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე, აჭარის ტელევიზიის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოკ-შოუში სტუმრობისას, ჟურნალისტის მიერ დასმულმა კითხვებმა გააღიზიანა, რასაც მოგვიანებით ორმხრივი კამათი მოჰყვა.

ბარამიძემ „თავისუფალი სივრცის“ ავტორსა და წამყვანს, ვახო ხუზმიაშვილს კითხვის შინაარსი დაუწუნა. კითხვა კი მის მიერვე გაკეთებული კომენტარის დაკონკრტებას შეეხებოდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვეუბნებია-შედით (პარლამენტში), მიუხედავად იმისა, რომ სხვები შევიდნენ, რომლებსაც მე სამ კატეგორიად ვყოფ: ერთი კატეგორიაა, რომლებიც შეცდნენ, მეორე კატეგორია, რომლებიც გატეხეს და მესამე კატეგორია, რომლებიც გაიყიდნენ. მიუხედავად ამ ახალი რეალობისა, ჩვენ მაინც არ უნდა შევიდეთ, იმიტომ, რომ არ არის ეს პარლამენტი ლეგიტიმური და ჩვენ, მთელი ამ 6 თვის განმავლობაში ამას ვეუბნებოდით ხალხს, მაგრამ ბევრი თვლის, რომ ეს გარემოებები, ასე ვთქვათ, გვაიძულებს ამ არალეგიტიმურ პარლამენტში. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ჩვენი მხარდამჭერებისა და წევრების მონაწილეობით ჩვენი პარტია, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“, ბუნებრივია, ვალდებულია შეასრულოს ხალხის ნება“,-განაცხადა ბარამიძემ.

ამ შინაარსის შეფასების შემდეგ, გადაცემის წამყვანმა, ბარამიძეს სთხოვა დეკონკრეტებინა, ვის გულისხმობდა „მოსყიდულებში“, რასაც პოლიტიკოსის გაღიზიანება მოჰყვა. მან გადაცემის წამყვანს მომზადების დონე დაუწუნა, რასაც ვახო ხუზმიაშვილის შეკამათება მოჰყვა, ჟურნალისტმა პოლიტიკოსს შეახსენა, რომ მსგავსი რეპლიკა შეურაცხმყოფელია.
კიდევ ერთი კამათი გადაცემის წამყვანსა და ჯურნალისტს შორის, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ კითხვას მოჰყვა. ხუზმიაშვილმა ბარამიძეს მიხეილ სააკაშვილის მოწოდება შეახსენა, რომელიც თანაპარტილების პარლამენტში შესვლას შეეხებოდა, რამაც ბარამიძის გაღიზიანება და ჟურნალისტისადმი კრიტიკული შეფასება მოჰყვა.
„ისევ უნდა გითხრათ, რომ ცუდად მომზადებულხართ და არ წაგიკითხავთ ჩემი პოსტი“, – უპასუხა გადაცემის წამყვანს ბარამიძემ.

ამ რეპლიკის პასუხად, ვახო ხუზმიაშვილმა ბარამიძეს, მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი და საქმიანობა შეახსენა.

„ბატონო გიორგი, თქვენ, ალბათ, კლასი დაგივარდათ, რადგან ადრე, ასეთ რაღაცეებს არ აკეთებდით ეთერში და რატომ გაქვთ ასეთი თავდაცის სტილი არჩეული?! ბატონო გიორგი, მე შემიძლია, თქვენი ბიოგრაფია, თავიდან ბოლომდე მოგიყვეთ, მათ შორის, იქაც ვიყავი, გლდანის ეკლესიაში რომ იყავით შეჭრილები, თუ გახსოვთ. მაშინაც ვიყავი, როდესაც ტელეკომპანია იბერიაში შემოვარდით და რა განცხადებებსაც აკეთებდით, ძალიან ბევრი რამე ვიცი თქვენს შესახებ და მოდით, გამოცდას ნუ მომიწყობთ ეთერში“, – ამ სიტყვებით მიმართა გადაცემის წამყვანმა ბარამიძეს. საპასუხოდ, გიორგი ბარამიძემ ვახო ხუზმიაშვილის მიერ ნახსენებ ყველა პროცესში მონაწილეობა უარყო, გლდანის ეკლესიასთან დაკავშირებული მოვლენების რელიგიასთან დაკავშირება კი, მკრეხელობად შეაფასა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...