ვახო ხუზმიაშვილი: ტელევიზიის არც ერთ თანამშრომელს არ დაუდასტურდა კორონავირუსი

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ტელევიზიის თანამშრომლების ტესტების პასუხები უარყოფითია.

როგორც ვახო ხუზმიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, გარდა 5 სექტემბერს დაფიქსირებული 1 შემთხვევისა, ტელევიზიის სხვა თანამშრომლებს ვირუსი არ აღმოაჩნდათ.

ცნობისთვის, 5 სექტემბერს, აჭარის ტელევიზიის ერთ თანამსრომელს კორონავირუსი აღმოაჩნდა, რის შემდეგაც ტელევეზიამ მაუწყებლობა შეაჩერა, ხოლო თანამშრომლებს გაფართოებული ტესტირება ჩაუტარდათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად