ვაკეში ცეცხლსასროლი იარაღით ერთი ადამიანი დაჭრეს

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ ვაკეში, მცხეთის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ფეხში აქვს მიყენებული.

ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინიტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 117-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის გაზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...