ვაკეში, აბაშელის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის რაიონის სხვადასხვა უბანში გზების მოწესრიგება გრძელდება. მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება აბაშელის ქუჩაზე ხორციელდება.

პირველ ეტაპზე, გეგმის თანახმად, მოხდა გაზის მილების გამოცვლა და წყალსადენის შეკეთება. ამ დროისთვის მზადდება გზის საფუძველი და დაიგება ასფალტის პირველი ფენა. ორფენიანი ასფალტის საფარი 2 210-მდე კვ.მ ფართობს მოიცავს. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 157 000 ლარს შეადგენს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო.

„ვაკის რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში დაგვემატება კიდევ რამდენიმე განახლებული სივრცე თუ ქუჩა. ეს პროცესი არ შეწყდება. რაც შეეხება აბაშელის ქუჩას, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები და ახლა უკვე მომზადებულ საფუძველზე იწყება ახალი ასფალტის დაგება, რომ გადაადგილება ამ ქუჩაზე გახდეს კომფორტული და უსაფრთხო“, – განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად