ვაკე-საბურთალოს ახალი გზის ნაწილი გახსნილია

ვაკე საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზის მონაკვეთი გაიხსნა. როგორც "აიპრესს" თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განუცხადეს, გახსნილია თამარაშვილისა და ხილიანის დამაკავშირებელი გზა, ასევე შესაძლებელია პოლიციის გავლით ჭავჭავაძის გამზირზე ასვლა. 

"გზა გაიხსნა თამარაშვილის ქუჩიდან ვაკის პოლიციის ხიდამდე, რომელიც აკავშირებს ხილიანს და ჭავჭავაძის ქუჩებს, ეს გზა ორმხრივად არის გახსნილი. ასევე მოძრაობა შესაძლებელია გმირთა მოედნიდან იმ ხიდამდე, რომელიც აკავშირებს ხილიანსა და ჭავჭავაძის გამზირს, აქ გახსნილია მხოლოდ ერთი ზოლი, ამით თავს ავარიდებთ ვარაზის ხევის გადატვირთვას. მოგეხსენებათ ჩაწყვეტილ მონაკვეთებზე მიმდინარეობს მშებლობა და სავარაუდოდ, ოქტომბრის შუა რიცხვებში სრულად აღდგება ეს მონაკვეთი",-განაცხადეს კეთილმოწყობის სამსახურში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად