ვაინშტაინი სექსუალური შევიწროების საქმეზე პროცესის ნიუ-იორკიდან სხვა მხარეში გადატანას ითხოვს

პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი ითხოვს, რომ სექსუალური შევიწროების შესახებ საქმის განხილვა ნიუ- იორკიდან სხვა მხარეში გადაიტანონ. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი ინტერესების დამცველის თანახმად, ვაინშტაინმა სასამართლოს შუამდგომლობით 16 აგვისტოს მიმართა. ბრალდებულმა ითხოვა, რომ სასამართლო პროცესი საფოლკის ან ალბანის ოლქში გადაიტანონ.

როგორც Wall Street Journal აღნიშნავს, მიზეზი ისაა, რომ ნიუ-იორკში მედიის საქმიანობა ყველაზე აქტიურია, ისევე როგორც მოძრაობა #MeToo. ადვოკატმა აღნიშნა, რომ ეს ქალაქი სამართლიანი სასამართლოსთვის შეუსაბამოა.
2017 წელს, ქალებმა ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, რის შემდეგაც #MeToo-ს მოძრაობა დაიწყო. 80 ქალი შევიწროებისა და ძალადობის შესაძლო შემთხვევების შესახებ საუბრობდა, მათ შორის არიან მსახიობები ანჯელინა ჯოლი, სალმა ჰაიეკი და სხვები. პროდიურს ოფიციალურად ბრალდება 2018 წლის მაისში წაუყენეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად