A1 ბანერი

ვაჩეიშვილი: ვაჩეიშვილი: როგორი იქნება ელიავას ბაზრობის და რკინიგზის ბედი, თბილისის გენგემაში გაურკვეველია

როგორი იქნება ელიავას ბაზრობის და რკინიგზის ბედი, თბილისის გენგემაში გაურკვეველია ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა ვაჩეიშვილმა განაცხადა.

“მე დავარქმევდი, რომ გენგეგმის განხილვა მიმდინარეობს სადღეგრძელოს განხილვის სტადიაზე. იმიტომ რომ აქ არის მხოლოდ პრინციპები და ეს პრინციპები რა რეალობად იქცევა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. დოკუმენტი რომელიც ძირითადად უნდა დასრულდეს როგორი იქნება ელიავას ბაზრობის ტერიტორია, როგორ იქნება მატკვართან მიმართება ქალაქის, როგორი იქნება რკინიგზის ბედი, როგორ იქნება გამწვანების ბედი თვითონ ქალაქში და ქალაქგარეთ ეს მთავარი კითხვები არის უპასუხო. აქედან გამომდინარე, გენგეგმის ტაშისკვრით მიღება და გადავრჩით და ყველაფერი კარგად იქნება თბილისში, რათქმაუნდა ნაადრევია” – განაცხადა ნიკა ვაჩეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...