უზენაესის მოსამართლეობის მსურველი აზნაურაშვილი:  ჩემი მოსვლა აუდიტის სამსახურში ზარდიაშვილს არ უკავშირდება

ასე  უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის კითხვას, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა  ზურაბ აზნაურაშვილმა, რომელსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს.

აზნაურაშვილის თქმით, ის  საპარლამენტი უმრავლესობის წევრს ვანო ზარდიაშვილს ახლოს არ იცნობს და მისი აუდიტის სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნა დეპუტატის ნაცნობობას არ უკავშირდება.

„შეიძლება ვანო ზარდიაშვილი უნივერსიტეტში შორიდან ვიცნობდი. მაგრამ ახლოს არა. ჩემი დანიშვნა ზარდიაშვილის არანაირად არ უკავშირდება. მე ლაშა თორდიას პერიოდში(ყოფილი გენერალური აუდიტი) მივედი აუდიტის სამსახურში“.

ცნობისთვის, უკვე 2 საათზე მეტია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატის ზურაბ აზნაურაშვილს მოსმენა მიმდნარეობს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...