უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი: გამიჭირდება პასუხის გაცემა 2003-2012 წლებში რა ხდებოდა სასამართლოში

ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ლევან მიქაბერიძემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ბერაიას კითხვას, 2003-2012 წლამდე რა რეჟიმი იყო სასამართლოში, რამდენად დამოუკიდებელი იყო და ზოგადად როგორ შეაფასებდით სასამართლოს მუშაობის იმ პერიოდს?

“2003-2012 წლებში რა ხდებოდა სასამართლოში კითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება. ვინაიდან 2013 წლიდან ვართ გამწესებული სასამართლოში.
რა თქმა უნდა მე ვიყავი საერთო სასამართლოების სისტემაში 2006 წლიდან, სადაც სხვადასხვა პოზიციაზე ვმუშაობ. მაგრამ, რამე კონკრეტული ფაქტის, შემთხვევის შემსწრე, მომსწრე მე ნამდვილად არ ვარ. ამიტომ, ძალიან უხერხული იქნება ჩემი მხრიდან იმ საკითხზე საუბარი, რომელიც მონაწილე არ ვიყავი, არ მაქვს შესაბამისი წინა პირობები, რომ კონკრეტული შეფასება და დასკვნა გავაკეთო ამასთან დაკავშირებით.
გულწრფელად გეუბნებით, მართალია ვიყავი სასამართლო სისტემაში, ვმუშაობდი მოსამართლის თანაშემწედ, სხდომის მდივნად, კანცელარიის სპეციალისტად, კურიერად მაგრამ რაიმე კონკრეტული ხელშესახები ფაქტი და გარემოება, რაზეც შეიძლება მე ინფორმირებული ვიყო, არ მომხდარა. ამიტომ ძალიან გამიჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა“, – განაცხადა ლევან მიქაბერიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად