უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენა გრძელდება

2019 წლის 22 ივლისს 9:00 საათზე დაგეგმილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გადაიდო სხვა დროისათვის. თუმცა უსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატების მოსმენა გრძელდება.

19 ივნისს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატებს – თამარ ბურჯანაძეს, მერაბ გაბინაშვილს და მირანდა ერემაძეს მოუსმინეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 22 ივლისს გაგრძელდება. 10:30 საათიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო მამუკა ვასაძეს, მაია ვაჩაძეს და თამარ ზამბახიძეს მოუსმენს.

23 ივლისს გასაუბრება დაგეგმილია შალვა თადუმაძესთან, ზაზა თავაძესთან და გიორგი თევდორაშვილთან. მოსმენის პროცესი 10:00 საათზე დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...