უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, პაატა სილაგაძეს პარლამენტი დღეს მოუსმენს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მორიგ კანდიდატს, პაატა სილაგაძეს დღეს მოუსმენს.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს კანდიდატთან ძირითადი შეკითხვები მის ბიოგრაფიასთან და წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით ექნებათ.

საპარლამენტო ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ პაატა სილაგაძე ერთ-ერთია იმ ათკაციანი სიიდან, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დეკემბერში, წარმოადგინა.

პაატა სილაგაძე 2008 წლის ოქტომბრიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრი. 2013 წლის 9 ივნისს ის საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე სხდომაზე აირჩიეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად