უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი პარლამენტში დღეიდან დაიწყება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეიდან დაიწყება.

ოპოზიცია უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესს შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევად აფასებს. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი პროცესში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. ოპოზიციის წარმომადგენლების პოზიციას იზიარებენ პარტია „მოქალაქეების“ წევრებიც, თუმცა ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ოპოზიციის პროცესში ჩართულობა აუცილებელია, რათა წარდგენილ კანდიდატებს ოპოზიციამ კრიტიკული კითხვები დაუსვას და საზოგადოებამ მათზე მეტი ინფორმაცია მიიღოს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ცხრა კანდიდატი წარუდგინა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილნი არიან: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.

კომენტარები
იტვირთება...