უზენაესი სასამართლო: “პატიმარი არც შენობიდან გაქცეულა და არც დარბაზიდან”

უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გურჯაანის სასამართლოს შენობიდან გაქცეული პატიმრის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება,-ამის შესახებ “აიპრესს” სასამართლოში განუცხადეს. 

“პატიმარი არც შენობიდან და არც დარბაზიდან არ გაქცეულა. სასამართლო პროცესი იყო დასრულებული. პატიმარი იყო პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ. სასასმართლო და მანდატური პატიმრის გაქცევასთან არაფერ შუაშია. ბადრაგირებას პატიმარს უწევს პოლიცია და შესაბამისად პასუხისმგებლობა, ეკისრება პოლიციას“, – აცხადებენ უზენაეს სასამართლოში.

შსს-ს ცნობით, 1998 წელს დაბადებული დიმა ხ. ველისციხეში, მოქალაქის დაჭრის გამო დააკავეს. მას ბრალად ჯანმრთელობისთვის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენება ედება. პოლიციისგან გაქცევის შემდეგ, სამართალდამცავებმა ოპერატიული სამძებრო ოპერაცია დაიწყეს.

კომენტარები
იტვირთება...