Ucell-ის მობილური ოპერატორი, რომელიც თელიასონერას ფილიალია უზბეკეთში, მიუხედავად კომპანიის გადაწყვეტილებისა, რომლის თანახმადაც თელიასონერა ტოვებს ცენტრალური აზიის ბაზარს, გააგრძელებს მუშაობას. აღნიშული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა – წერს Trend.az-ი.
Ucell-მა განაცხადა, რომ კვლავ გააგრძელებს ადგილობრივი სტრატეგიისა და განვითარების გეგმას. თელიასონერას შვილობილი კომპანია ევროპაზე მოახდენს კონცენტრირებას. კომპანიის განცხადების მიხედვით, აღნიშნული გადაწყვეტილება ტელეკომუნიკაციის ბაზარზე ცვლილებების გამო მოხდა.
“Ucell-ი ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას და კლიენტები შეუფერხებელ მომსახურებას მიიღებენ ნებისმიერი მიმართულებით, როგორც აქამდე ხდებოდა”, – განაცხადა კომპანიამ.
2008 წლის ივნისიდან თელიასონერამ უზბეკეთში Ucell-ის ბრენდით დაიწყო მუშაობა. ამ ეტაპზე, თელიასონერა უზბეკეთის მობილური ოპერატორის წილიდან 94 პროცენტს ფლობს, ხოლო უზბეკეთის მეწილეები მხოლოდ დარჩენილ 6 პროცენტს. 2014 წელს, მობილური ოპერატორის შემოსავალი 15.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო Ucell-ის აბონენტთა ბაზა 0.9 პროცენტით და 8.574 მომხმარებელს მიაღწია.
მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო Azercell-მაც, რომელიც აზერბაიჯანული ოპერატორია. Azercell-ი 1996 წლიდან ოპერირებს და ის ქვეყნის მოსახლეობის 99 პროცენტს ფარავს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, Azercell-ის შესყიდვით უკვე დაინტერესდა თურქული TurkCell-ი.
ჯერ-ჯერობით უცნობია უცნობია ჰყავს თუ არა თელიასონერას რეგიონის აქტივების შესაძენად პოტენციური ინვესტორი. თელიასონერას ბრენდის ქვეშ არის ქართული ჯეოსელიც.