უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ გარდაიცვალა

უზბეკეთის პრემიერ მინისტრის მოადგილე აგრარული და კვების სექტორების განვითარების საკითხში უკტამ ბარნოევი 57 წლის ასაკში, ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბარნოევს COVID-19 ივლისის ბოლოს დაუდასტურდა. მან მკურნალობა დაიწყო კერძო კლინიკაში. დასტურდება, რომ ვიცე პრემიერ მინისტრი გერმანიაში მკურნალობის დროს გარდაიცვალა.

ბარნოევი 2016 წლის დეკემბრიდან 2020 წლის თებერვლამდე იყო ბუხარის რაიონის გუბერნატორი. თებერვლიდან იგი მუშაობდა უზბეკეთის პრემიერ მინისტრის მოადგილედ აგრარული და კვების სექტორების განვითარებისთვის. ივლისიდან დაინიშნა აგრეთვე უზბეკეთის საცხენოსნო სპორტის ფედერაციის თავმჯდომარედ.

პანდემიის დაწყებიდან უზბეკეთში დაფიქსირდა კორონავირუსული ინფექციის 51 235 შემთხვევა, 47 271 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა 429 პაციენტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად