უვიზო მიმოსვლაზე კენჭისყრა ევროპარლამენტში 2 თებერვალს გაიმართება

"ევროპარლამენტი საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას კენჭს უყრის მიმდინარე წლის 2 თებერვალს. ამის შესახებ აღნიშნულია  ევროპარლამენტის თებერვლის თვის დღის წესრიგში " , – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

"მივესალმებით, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საჭირო პროცედურები შეუფერხებლად, მაქსიმალურად ოპერატიულად მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია დღეს 12 იანვარს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტში (LIBE) კენჭი ეყარა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს და დამტკიცდა შესაბამისი რეგულაციის საბოლოო ტექსტი", – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად