უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა პარლამენტში ხვალ დასრულდება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატის მოსმენა, რომელიც პარლამენტში 23 სექტემბრიდან მიმდინარეობდა, ხვალ დასრულდება.

პარლამენტმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-19 კანდიდატს, ალექსანდრე წულაძეს მოუსმინა, ხვალ კი, ბოლო კანდიდატს, გოჩა ჯანეზაშვილს მოუსმენს.

„ჩვენ ხვალ მოვუსმენთ მე-20 კანდიდატს და ამით დავასრულებთ, ძალიან მნიშვნელოვან საკომიტეტო მოსმენების პროცესს, რომელმაც უზრუნველყო ის, რომ ჩვენს საზოგადოებას, დაინტერესებულ პირებს ჰქონოდათ მაქსიმალური წვდომა გასაუბრების პროცესთან, ეწარმოებინათ მონიტორინგი და დაინტერესებული სუბიექტები უშუალოდ ყოფილიყვნენ ჩართული ამ პროცესში ისე, როგორც არასდროს საქართველოს ისტორიის მანძილზე. ეს არის ჩვენი მონაპოვარი. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის დამსახურებაა, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, რომ ჩვენ შევძელით და შევქმენით ასეთი პროცესი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 20 კაციანი სია საკანონმდებლო ორგანოს ასარჩევად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2019 წლის 6 სექტემბერს წარუდგინა.

მოსამართლეთა არჩევა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის საფუძველზე მოხდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად