უწყვეტი კრემაციების გამო, ინდოეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობას ვეღარ აზუსტებენ

დასავლეთ ინდოეთის შტატ გუჯარატში, ერთ-ერთ კრემატორიუმში, გაზისა და შეშის ღუმელები იმდენი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ შეუფერხებლად, რომ ლითონის ნაწილებმა დნობა დაიწყო. უტარ პრადეშის კრემატორიუმში, ბოლო კვირების განმავლობაში, ინდოეთში COVID-19-ის მეორე ტალღის დროს, კრემაციის მაჩვენებელი ხუთჯერ გაიზარდა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

“ჩვენ შეუჩერებლად, 100%-ზე ვმუშაობთ, რათა მოვასწროთ ცხედრების კრემირება”, – აცხადებს რეიტერ კამლეშ სეილორი, ფონდის პრეზიდენტი, რომელსაც ექვემდებარება გუჯარატის კრემატორიუმი.

იქიდან გამომდინარე, რომ საავადმყოფოები გადავსებულია, ჟანგბადი და მედიკამენტები კი არაა საკმარისი ისედაც კოლაფსის პირას მყოფი ჯანდაცვის სისტემისთვის, რამდენიმე მსხვილი ქალაქი იტყობინება გაცილებით მეტი კრემირებულისა და დასაფლავებულის შესახებ, ვიდრე ეს ოფიციალურ პროტოკოლებშია მოცემული, სადაც კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა ოფიციალური სტატისტიკა აღირიცხება.

ინდოეთში ორშაბათს კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა – 273 810 შემთხვევა და 1,619 გარდაცვლილი. შემთხვევების საერთო რაოდენობა ახლა 15 მილიონზე მეტია, იგი მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება.

ექსპერტების აზრით, სანდო მონაცემები წარმოადგენს მთავრობის მხრიდან პანდემიაზე რეაგირების საფუძველს, რომლის გარეშეც საავადმყოფოს ვაკანსიების, ჟანგბადის და წამლების გადანაწილების დაგეგმვა რთულდება.

მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დაღუპულთა აღრიცხვის შეუსაბამობა შეიძლება განპირობებული იყოს რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის ზედმეტი სიფრთხილით.

ჯანდაცვის მაღალჩინოსანმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კრემაციების ზრდა განპირობებულია კორონავირუსის პროტოკოლით.

“ხშირ შემთხვევაში, პაციენტები კრიტიკულ მდგომარეობაში აკითხავენ საავადმყოფოებს და იღუპებიან ტესტების გაკეთებამდე. არის შემთხვევები, როდესაც პაციენტები უკვე გარდაცვლილი მოყავთ საავადმყოფოში და ჩვენ არ ვიცით, დადებითია თუ არა მათი პასუხი კორონავირუსის ტესტზე”, – თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...