A1 ბანერი

უცნობი: ივანიშვილის ოპოზიციაში ვარ! ვერ გრძნობს, რომ ის ივანიშვილი აღარ არის რაც 7 წლის წინ იყო?!

დღეს, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციაში ვარ, – ამის შესახებ მომღერალმა გია(უცნობი) გაჩეჩილაძემ გადაცემა „პირველებში“ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ივანიშვილმა რომ გააკეთა ის „მოქალაქე“, დარჩენილიყო იმ სტატუსში და დარჩენილიყო პირველ ოპოზიციონერად, თვითონაც გადაირჩენდა სახელს… წარმოიდგინეთ, ადამიანმა ამდენი ფული დახარჯა და დახარჯა იმაში, რომ გაიუბედურა თავისი სახელი. ამასაც ხომ მოხერხება სჭირდება?

_ თავად ბიძინა ივანიშვილი თუ ფიქრობს ასე?

თვითონ ვერ გრძნობს, რომ ის ივანიშვილი აღარ არის რაც 7 წლის წინ იყო?!

_ თქვენი განწყობით ივანიშვილის ოპოზიციაში ხართ?

_ რა თქმა უნდა, ივანიშვილის ოპოზიციაში ვარ.“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ გადაცემა “პირველებში”.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...