“უცნობი”: 20 ივნისს პარლამენტთან არ იყო დარბევა, ის იყო დაშლა – 26 მაისი იყო დარბევა

ამის შესახებ მომღერალმა გიგა გაჩეჩილაძემ(უცნობი) გადაცემა “რეაქციაში” პარლამენტთან 2019 წლის  20-21 ივნისს მომხდარი ფაქტის შეფასებისას განაცხადა.

“ამდენი ხანია პარიზში მიტინგები მიდის და სადმე შევარდნილი ვინმე გინახავთ? ეგ რომ ჩვენ გვექნა, დაგვხვრიტავდნენ ყველას. მაშინ სააკაშვილმა(საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი) მითხრა, კენია ხომ არ ვართო, “ვერტალიოტებიდან” გესვრითო. სწორედ ამიტომ ავიღეთ პასუხისმგებლობა. გასაგებია, ძალიან ცუდია როცა ქვეყანაში ასეთი რაღაცა ხდება, ცუდია ნებისმიერი დარბევა. ამიტომ ვიძახი, ერთადერთი გამოსავალი არის რეფერენდუმი.

ხალხი ყველაზე მეტად დაბრძენდა, ვინც ამას 30 წლის განმავლობაში უყურებს. იცით რომელ ხალხზე ამაქვს ლაპარაკი? ვინც არჩევნების პირველ ტურზე არ გადის. ასეთი ხალხი 70%-ია, რომელიც ყველაზე კარგად აფასებს სიტუაციას. მიეცით რა რეფერენდუმი, რაც ეკუთვნით. თვითონ გადაწყვიტონ, ასე უნდათ თუ ისე უნდათ.

რა თქვა უნდა დღეს სახელისუფლებო კრიზისია. სულ რომ 10 კაცი აპროტესტებდეს ქუჩაში… პატივს ვცემ აბსოლუტურად ყველანაირ პროტესტს. ეს არის იმის მერე მოტანილი პროტესტი, რაც ადამიანებმა ჯანმრთელობა დაკარგეს. ეს პროვოკაციის ბრალია, ხელისუფლების ბრალია თუ არ არის პოლიტიკოსები ბრალი, ყველამ განვიცადეთ ის რომ მოხდა. ყველა მხარე უნდა დაისაჯოს. ხალხმა, ჩვენ უნდა ვიგრძნოთ ჩვენი ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობა.

20-21 ივნისს მომხდარზე პასუხისმგებელია ორივე, როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება. ხელისუფლება იმიტომ რომ ამ სიტუაციაში ჩამოიყვანა ის ვინც სკამში ჩასვა, გავრილოვია თუ ჩერენკოვი და ოპოზიცია, იმისთვის, რომ ის გააკეთა რუსთაველზე, რაც გააკეთა…

დარბევა? სხვა გამოსავალი არ იყო, ის არ იყო დარბევა, ის იყო დაშლა. 26 მაისი იყო დარბევა…

საათნახევარი პოლიციელები იდგნენ ერთ ადგილას და არ განძრეულან, ეს დარბევა როგორ იყო? მერე ჩავიდნენ რუსთაველზე და დაიწყეს იმ ხალხის დაშლა, რომელიც ელემენტარულად არ იშლებოდა. ეს ხომ ყველფერი ვნახეთ ტელევიზორში.

ორი-ორსაათნახევრის შემდეგ, როდესაც ასეთი ამბავი მიდის იქ და მშვიდობიანი ახალგაზრდა დგას, იმან ისიც ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ შეიძლება ბრმა ტყვიაც მოხვდეს”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...