უცნაური ფინიში ნაცუ ბაშოზე – თასის მოგების შანსს 6 რიკიში, მათ შორის ტოჩინოშინიც ინარჩუნებს

ნაცუ ბაშოს მეცამეტე დღის შეხვედრების შემდეგ, უაღრესად მოულოდნელი მდგომარეობა შეიქმნა.

სრულიად შესაძლებელია ბაშოს მეთხუთმეტე, დასკვნით დღეს ექვსმა რიკიშმა ერთნაირი მაჩვენებლით რომ დაასრულოს ასპარეზობა და მათ შორის დამატებით შეხვედრების ჩატარების აუცილებლობა დადგეს იმპერატორის თასის მფლობელის გამოსავლენად.

ამისთვის კი, პირველ რიგში, ხვალ გოეიდომ ასანოიამა უნდა დაამარცხოს, რაც საკმაოდ ადვილი შესაძლებელია და შემდეგ ტოჩინოშინმა კაკურიუ, რაც ასევე არ არის წარმოუდგენელი.

დღევანდელ შეხვედრაში მსაჯების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ტოჩინოშინისთვის დამარცხების ჩათვლის თაობაზე, სუმოს სპეციალისტებისთვისაც კი გაუგებარი აღმოჩნდა. ფოტოებიდან კარგად ჩანს, რომ ტოჩინოშინი დოჰიოს მილიმეტრითაც კი არ გაცდენია ისე დაანარცხა მეტოქე ძირს და დოჰიოს მიღმა. რა დარღვევა დაინახეს მსაჯებმა ტოჩინოშინის მოქმედებებში – უცნობია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...