უცხოურ მედიაში იური ვაზაგაშვილს სამართლიანობისთვის მებრძოლ უფლებადამცველად მოიხსენიებენ

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტს, უცხოური მედიაც ავრცელებს.

რუსულ და ესპანურ გამოცემებში აქტიურად აშუქებენ, საქართველოში მომხდარ დანაშაულს.

ესპანური „Terra“ და „LA VANGUARDIA“ და რუსული გამოცემები „Lenta.ru“, „Кавказская Политика“ და „Regnum.ru“ აღნიშნავენ, რომ იური ვაზაგაშვილი, სახალხო დამცველი იყო, 2006 წელს შვილის მოკვლის შემდეგ, აქტიურად ეწინააღმდეგებოდა მიხელ სააკაშვილის მთავრობას და იბრძოდა სამართლიანობის აღდგენისთვის.

იური ვაზაგაშვილი, გუშინ შვილის, ზურაბ ვაზაგასვილის საფლავზე, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ააფეთქეს. ასაფეთქებელი მოწყობილობა, ყვავილების ქოთანში იყო დამონტაჟებული. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად