ქუთაისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა გრძელდება

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და მოადგილე იუზა უგულავა რუსთაველის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ.

აღნიშნულ ადგილზე უკვე დასრულებულია ძირითადი სამუშაოები, ამ დროისათვის მიმდინარეობს დეკორატიული ფილების დაგება. პროექტი ითვალისწინებს ძელსკამების განთავსებას, გამწვანებას და საბავშვო ატრაქციონების მოწყობას. აქვე მოეწყობა ქუჩის კალათბურთის მოედანი.

„წელს ქუთაისს რამდენიმე ახალი სკვერი შეემატება, მათ შორის რუსთაველის გამზირზეც. სკვერი თანამდროვე ინფრასტრუქტურით მოეწყობა, მალე დასრულდება და ამ უბნის მაცხოვრებელთათვის მნიშვნელოვანი სარეკრეაციო ზონა იქნება“ – განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა. პროექტის საერთო ღირებულება 250 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „ნიუ სთაილი“ ახორციელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად