უთაისის ცენტრალურ ბაღში ოპოზიციის სამოქალაქო პროტესტი გრძელდება.
“უკვე მეორე დღეა გავშალეთ კარავი. ვაპროტესტებს “ქართული ოცნების” მიერ გაყალბებული არჩევნების გზით ხელისუფლების მიტაცებას. გუშინდელმა დღემ მშვიდად ჩაიარა. არანაირი დაპირისპირება არ მომხდარა. ეს ბრძოლა გაგრძელდება. ეს კარავი იქნება მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება”, – აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი თედო მესხი.