უსუფაშვილი: ვაჭრუკანული წინადადებების იქით ვერ მიდის “ოცნება”- უბედურება სწორედ ესაა!

“ჩვენ ვეუბნებით სამართლიანი, ღირსეული, ვაჟკაცური შეჯიბრი გავმართოთ და ესენი გვეუბნებიან, ვინც გაიყიდება ჩვენ იმათ ვიყიდითო,”,-ასე ეხმაურება “შენების მოძრაობის” თავმჯდომარე დავით უსუფასვილი “კურიერის” პირდაპირთან უმრავლესობის გადაწყვეტილებას.

“მე მგონია, პოლიტიკაში ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი, დასაცავია ღირსება და ღირსეულად უნდა მოვიქცეთ ხოლმე და “ქართული ოცნება” მე მგონი, ჯობია დაუფიქრდეს თავისი ბოლო წინადადების საკითხს და საკუთარი ღირსების ჭრილში გაატაროს, ჩემს ღირსებაზე ნუ ილაპარაკებენ. თუ ფოჩიანი კანფეტებით ცდილობენ ვინმეს მოხიბვლას, მაშინ იქნებ ეს ფოჩები კარგად მაინც შეფუთონ იმიტომ, რომ ყველა “ნაცები” არიან, ვინც “ოცნებას” არ ეთანხმება და ვინც ესე იგი, “ნაცი” არ იქნება, ჩვენ მას მივეხმარებით. მსგავსი რაღაც ვაჭრუკანული წინადადებების იქით ვერ მიდის “ოცნება” და ეს, არის სწორედ უბედურება. ჩვენ ვეუბნებით სამართლიანი, ღირსეული, ვაჟკაცური შეჯიბრი გავმართოთ და ესენი გვეუბნებიან, ვინც გაიყიდება ჩვენ იმათ ვიყიდითო,” – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა “2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების თემა დახურულია”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად