უსუფაშვილი ვაშაძეს: შეურაცხმყოფელს არაფერს ვლაპარაკობ, შენ გინდა თუ არა, მიშა ამ პროცესს მოაჯდება

ასე მიმართა “შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ვაშაძეს “ტვ პირველის” ეთერში გადაცემა “ხალხის პოლიტიკაში” დებატებისას:

დავით უსუფაშვილი: “ჩემი ღრმა რწმენით ივანიშვილის მომხრეთა რაოდენობა არის გაცილებით ნაკლები, ვიდრე სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა. ანუ ივანიშვილს, რომ ხმას მისცემს და ივანიშვილი მოსწონს, ის თუ არის ამდენი, სააკაშვილს რომ ხმას არასოდეს არ მისცემს არის გაცილებით მეტი. ახლა გიორგი [ვაშაძე] რასაც მთავაზობს, რომ ყველა ერთად დავდგეთ და სააკაშვილის ასე ვთქვათ ხელის აქნევა და ეს ყველაფერი გასაგებია…”

გიორგი ვაშაძე: “ეს არის მანიპულაცია. ასე ხელის აქნევებზე ცხოვრებაში არ მივლია და დიდი ბოდიში, ეს ჩემთვის შეურაცხყოფაა. აი ეს არის ხელისუფლების რიტორიკა სამწუხაროდ. რაღაცა შემოხაზოს თავისთვის და საერთო მიზანი ზიანდება”.

დავით უსუფაშვილი: “მე შეურაცხმყოფელს არაფერს არ ვლაპარაკობ. მე ვამბობ იმას, რომ მიშა ამ პროცესს მოაჯდება, შენ ეს გინდა თუ არ გინდა”.

გიორგი ვაშაძე: “ნუ გეშინია”.

დავით უსუფაშვილი: “რომ მეშინოდეს რაღაცა სხვას გავაკეთებდი”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად