უსუფაშვილი ვასაძეზე: ვისურვებ მეტად გააქტიურდეს, მთელი საქართველო უკეთ დაინახავს რასთან გვაქვს საქმე

“მე ვისურვებ, რაც შეიძლება მეტად გააქტიურდეს ბიზნესმენი ლევან ვასაძე”,-ამის შესახებ, “შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გადაცემა “360 გრადუსში” საუბრისას განაცხადა.

“მე ვისურვებ, რაც შეიძლება მეტად გააქტიურდეს ლევან ვასაძე. იმიტომ რომ მასზე უკეთ ვერავინ ახდენს იმ ყველაფრის გაშიფვრას, დისკრედიტაცია, გასარჟებას, რასაც თვითონ ქადაგებს.

ის დამოკიდებულებები ცხოვრების წესისადმი, საქართველოსადმი, ქართველობისადმი, რომელსაც თავად ქადაგებს ვერავინ აკეთებს ამაზე მეტად დისკრედიტაციას ამავე ქადაგების ვიდრეს ის. კი ბატონო, რაც აქტიურად შემოვა ლევან ვასაძე უკეთესი იქნება. მთელი საქართველო კიდევ უკეთ დაინახავს რასთან გვაქვს საქემე. რას ნიშნავს ძალადობა”,-ამბობს დავით უსუფაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად