უსუფაშვილი: წერეთლის არჩევასთან დაკავშირებით “ოცნების” არგუმენტები კონტრპროდუქტიულია

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად გიორგი წერეთლის კანდიდატურის არჩევის საკითხს გამოეხმაურა.  

მისი განცხადებით, არგუმენტები, რომელიც მისი არჩევის საკითხთან დაკავშირებით "ქართულმა ოცნებამ" დაასახელა, კონტრპროდუქტიულია. 

"მე ყველას მოვუწოდებდი, რომ ამ თემებზე მეტი ყურადღება გავამახვილოთ ვიდრე ჩვენი შიდა პრობლემები თავს მოვახვიოთ 56 ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენ გვთვლიან დიახ, ევროპული ოჯახის წევრობისთვის ღირსეულ ქვეყანად. ამ ქვეყნებში მაინც და მაინც არ არის მიღებული შიდა პოლიტიკური პროცესების საერთაშორისო არენაზე გატანა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელის არჩევაზეა საუბარი.

აქ ჩვენ საქართველოს ხელმძღვანელს ხომ არ ვირჩევთ, რომ აპელირება გავაკეთოთ იმაზე, თუ ქართველებისთვის რა იქნება კარგი და ცუდი. აქ ჩვენ ვირჩევთ საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ის არგუმენტები რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა და კოლეგებს განცხადების სახით შესთავაზა, არის კონტრპროდუქტიული.

მე თუ მკითხავთ დღეს გიგი წერეთელს არჩევნების პროცესში ყველაზე დიდი პრობლემა აქვს რუსეთის დელეგაციის მხრიდან მხარდაჭერა და ყველაზე დიდი კოზირი უჭირავს „ქართული ოცნების“ მხრიდან ასეთი წინააღმდეგობის სახით. ამიტომ, ცოტა ღრმად ჩაუკვირდეს ყველა და ისე გააკეთოს განცხადება“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად