უსუფაშვილი: შესაძლოა ვიღაცას გაუჩნდა განცდა, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი და ვირუსი ვერ დაგვამარცხებს

ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“შესაძლოა ვიღაცას გაუჩნდა განცდა, რომ სწორედ აქ და ახლა საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უნდა დაამტკიცოს, რომ სწორედ ის არის ღვთის რჩეული. რომ სწორედ ის არის ჭეშმარიტად ქრისტიანი და არა მხოლოდ ქრისტიანულ სამყაროში, არამედ მართლმადიდებლურშიც და დიახ ჩვენ აქ და ახლა დავამტკიცებთ, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი, აქ უნდა მოხდეს სასწაული, აქ ვერ დაგვამარცხებს ვერანაირი ვირუსი…

მესმის, რომ შესაძლოა გქონდეს ასეთი მოსაზრებები მორწმუნეს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ამ ტიპის რისკებზე წასვლა, რომ იქნებ და ახლა დავამტკიცოთ, რომ იქნებ და ახლა დავამტკიცოთ, რომ შევიკრიბებით და არაფერი არ მოხდება და ამით ხომ მეტი ადამიანი განეწყობა ეკლესიურობისა და რწმენისკენ… არ არის ეს ასე. ჩვენი სასულიერო პირები ომში მხედარმთავრების გვერდიგვერდ მიდიოდნენ და საკუთარ ჯარს მიყვებოდნენ, მაგრამ იქ ექვემდებარებოდნენ წესებს და შუა ომის დროს ჯარისკაცები ლოცვისთის არ გამოყავდათ. ასეა ახლაც, დღეს საქართველო ებრძვის უხილავ მტერს, რომელიც არის ძალიან ვერაგი”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად