უსუფაშვილი: საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება მიღწეულია-120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული, 1%-იანი ბარიერი, 40%-იანი ჩამკეტი

ამის შესახებ, “ლელო საქართველოსთვის” ერთერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

” საარჩევნო სისტემის თაობაზე, შეთანხმება მიღწეულია. საარჩევნო სისტემაზე ხელი მოაწერა ყველა პარტიამ, ვინც წარმოდგენილია, ხელისუფლებამ და წარმოდგენილმა ოპოზიციამ.

120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული, 1%-იანი ბარიერი, 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი, რომ პარტიამ, ვინც 40%-ზე ნაკლებს მიიღებს ვერ შეძლოს უმრავლესობის მიღება. ეს არის ტექსტი რომელზეც მოაწერეს ხელი და აისახება საკონსტიტუციო. მომავალ კვირაში პარლამენტში შევა.”-ამბობს უსუფაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად