საქართველოს პარამენტის თავმჯდომარე, დავიტ უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ მონოპოლიზმი ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის დამღუპველი აღმოჩნდება და იგივე იქნება ივანიშვილისთვისაც, თუ ის გონს არ მოეგება.
"ვიტყვი, რატომ არის გაჭრილი ვაშლივით 2004 წლის სააკაშვილის მოქმედება და დღევანდელი "ოცნების" მოქმედება. აქაც გადამერიენ ჩემი კოლეგები, როგორ გავბედე და შევადარე ასე. მე ერთმანეთს შევადარე ის ნაბიჯები, რასაც დგამენ. მონოპოლიზმი პოლიტიკაში ეს აღმოჩნდა სააკაშვილისთვის დამღუპველი და ეს აღმოჩნდება ივანიშვილისა და ქვეყნისთვის დამღუპველი, თუ დროზე არ მოვეგეთ გონს.
ამისთვის ვიბრძოდი 5 წელი. ამის ნაცვლად მივიღეთ, რომ "რესპუბლიკელები" ვართ ჭავჭავაძის დამგმობლები და მტრების მქებლები. ეს ასე არ გამოვა. არგუმენტებითა და ფაქტებით ველაპარაკოთ ერთმანეთს",- განაცხადა უსუფაშვილმა ტელეკომპანია "იმედთან".