უსუფაშვილი “რუსთავი 2”-ს: მეც შეგახსენებთ თქვენი ეთერიდან არჩევნებზე რაც მოგვისმენია

"რესპუბლიკური პარტიის"  ლიდერი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ მას არ სჯერა პოლიტიკური პარტიების რეიტინგების შესახებ გამოქვეყნებული იმ ციფრების, რომელსაც სხვადასხვა მედია საშუალება და პოლიტიკური პარტია სთავაზობს საზოგადოებას. ამ საკითხის განხილვას "რუსთავი 2"-ზე დავით უსაუფაშვილსა და პაატა იაკობაშვილს შორის დიალოგიც მოჰყვა. ბიძინა ივანიშილი განხაცდებები

"ბიძინა ივანიშვილი არ არის ორიგინალური ამ ამბავში, დღეს ვისაც არ ეზარება ყველა რაღაც ციფრებს ასახელებს, თქვენი ტელევიზიდანაც მახსოვს რაღაც ციფრები, "იმედშიც" მახსოვს", – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე "რომელიც ხშირად ემთხვეოდა რეალობა, მაგალითად, ადგილობრივ არჩევნებზე".

დავით უსუფაშვილი: "თუ გვაქვს დრო, მეც ძალიან ბევრ რამეს შეგახსნეებთ."

პაატა იაკობაშვილი: "სამწუხაროდ, ცოტა დრო გვაქვს."

დავით უსუფაშვილი: "არ მგონია, თქვენ უკეთეს მდგომარეობაში იყოთ თუ ჩვენ ერთმანეთს შევახსენებთ, თქვენი ეთერიდან რაც მოგვისმენია ციფრებთან და არჩევნებთან დაკავშირებით." 

"მე იმის თქმა მინდა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ერთადერთი, აქ არის მარათონი ზუსტად ისევე ორ პოლიტიკურ ძალას შორის განსაკუთრებით მათ მიერ კონტროლირებად თუ მათდამი სიმპატიებით განწყობილი ტელევიზიებისა და ექსპერტების მეშვეობით. ამიტომ ამ ციფრებთან დაკავშირებით მე მაქვს ძალიან მშვიდი დამოკიდებლება – ვკითხულობ, დავინახე, გავიარე, გავაგრძელე საარჩევნო კამპანია. ჩვენ ვაღიარებთ და ჩვენ ველით ციფრებს 8 ოქტომბერს საარჩევნო ყუთებიდან ამოღებული საარჩევნო ბიულეტენების დათვლის შედეგად. 

მე არ მაინტერესებს არანაირი ეგზიტპოლები, წინასწარი კვლევევები და ა.შ. არ ვარ ბავშვი და გუშინდელი მოსული პოლიტიკაში, რომ არ ვიცოდე რასთან გვაქვეს საქმე, როგორ კეთდება ეს ამბავი, როგორ ხდება ამით მანიპულირება, როგორ აქცევენ პროპაგანდისტულ მანქანად ამ სოციალური კვლევას, რომელიც მნიშვნელოვანი დარგია და იმედი მაქვს, როდესმე დაუბრუნდება რეალურ დანიშნულებას", – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად