უსუფაშვილი: რატომ დაიჯერა ივანიშვილმა, რომ შეუძლია გადაუაროს, ვინც პატარა კაცად მიაჩნია?!

"რატომ დაიჯერა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ის დიდი ბიჭია, დიდი კაცია და შეუძლია გადაუროს მას, ვინც პატარა კაცებად მიაჩნია?",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია "იმედთან". 

"დღეს ჩემი კოლეგების მხრიდან ბრალდებების ახალი კასკადი მოვისმინე, რომელზე პასუხის გაცემაც უკვე აღარ შეიძლება იმიტომ, რომ ლაპარაკია ქვეყანაზე, სახელმწიფოზე, ჩემზე პირადად, ჩემს ღირსებაზე. მე დამდეს ბრალი ტყუილში, არაკაცობაში, ტყუილში, უსაქმურობაში და ეს ყოველდღე გრძელდება. მე ამის მოთმენას აღარ ვაპირებ. 

მინდა წავიკითხო ერთი დოკუმენტი, რომელიც მეტყველებს, ვინ აზროვნებს სახელმწიფოებრივად, ვინ ზრუნავდა კოალიციაზე, ქვეყანაზე, სახელმწიფოზე და ვინ მიიყვანა მდგომარეობა აქამდე. რატომ დაიჯერა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ის დიდი ბიჭია, დიდი კაცია და შეუძლია გადაუროს მას, ვინც პატარა კაცებად მიაჩნია? 

11 მარტი, 2016 წელი – მე ვწერ:

ბატონო ბიძინა, ბატონო გიორგი, ბატონ ბიძინასთან ხანგრძლივი და კომპლექსური კონსულტაციების შემდეგ ჯერ კიდევ 2015 წლის მარტ-აპრილში შევთანხმდით, რომ კოალიცია საარჩევნო რელსებზე უნდა გადაგვეყვანა 1-ლი სექტმებრიდან. კოალიციის საყრდენად კი მოაზრებული იყო რეფორმირებული პარტია "ქართული ოცნება" და "რესპუბლიკური პარტია". განვლილი ორთვენახევრის განმავლობაში პრემიერი დაკავებულია სხვა საკითხებით. შეიქმნება პოლიტიკური ვაკუუმი კოალიციის მენეჯმენტში ამიტომ, შეიქმნა უზარმაზარი პრობლემები, დაირღვა დისციპლინა, გუნდი არჩევნებზე ვეღარ მიდის სათანადოდ და საჭიროა დაუყოვნებლივი მოქმედება. საჭიროა, გაეცეს პასუხი ბევრ კითხვას და კონკრეტულად შემდეგს: თუ ძალაშია შარშან აპრილში კოალიციის დამფუძნებელთა მიღწეული ზოგადი სეთანხმება, რომელიც დადასტურებულ იქნა კოალიციის ლიდეირ მიერ ერთი კვირის წინ, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა დავსხდეთ და საჯაროდ აჟიოტაჟის გარეშე დაკონკრეტდეს, რას და როგორ ვგეგმავთ. თუ რაიმე მიზეზის გამო ეს შეთანხმება ძალაში აღარ არის, მაშინმაინც დაოყოვლებლივ უნდა დავსხდეთ და ისე გავიყაროთ, როგორც ქვეყნის ინტერესებს ნაკლები ვავნოთ. ვხედავთ, რომ ყოველი დაყოვნებული დღე უფრო და უფრო ართულებს შესაძლო შეთანხმებასაც და ცივილურ გაყრასაც. არც "ოცნება" და არც "რესპუბლიკელები" არ ვართ დაკომპლექტებული ანგელოზებით და არც ბიმარკებით. რაც ვიყავით ამ 4 წელიწადნახევრის განმავლობაში, ისევ ის ვართ. 

ამას ვწერდი 2016 წლის მარტში",- განაცხადა უსუფაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად