უსუფაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რათა რევოლუციური ცვლილება ამ ქვეყანაში აღარ მოხდეს

ამის შესახებ, “შენების მოძრაობის” ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბირსას განაცხადა.

კითხვაზე, „თუ შედეგი ვერ მიიღწევა, „შენების მოძრაობა“ რევოლუციურ სცენარს განიხილავს? ნინო ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ პროცესები იგივენაირად განვითარდეს“, უსუფაშვილმა უპასუხა, რომ ყველა ქვეყანაში, ყველა რევოლუციას ხელისუფლება ამწიფებს.

ამასთან, უსუფაშვილის თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რათა რევოლუციური ცვლილება საქართველოში აღარ მოხდეს.

“ელისუფლებას შეყავს ხოლმე მდგომარეობა ჩიხში და ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. ყველაფერს გავაკეთებ, რათა რევოლუციური ცვლილება ამ ქვეყანაში აღარ მოხდეს და ამისთვის ხელისუფლება უნდა მოეგოს გონს, ამ ჩიხიდან გამოვიდეს“ ,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად