უსუფაშვილი: პირველად პარლამენტის თავმჯდომარეობა 2003 წელს სააკაშვილმა შემომთავაზა

მე პირველად პარლამენტის თავმჯდომარეობა შემომთავაზა მიხეილ სააკაშვილმა 2003 წლის აგვისტოში – ამის შესახებ  "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. 

მე პირველად პარლამენტის თავმჯდომარეობა შემომთავაზა მიხეილ სააკაშვილმა 2003 წლის აგვისტოში, ის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებდა და მე მითხრა მე ვიქნები გარეთ, მე ვარ ცოტა უცნაური, შენ ხარ ჭკუადამჯდარი და ჩვენ ორი ტანდემში ერთად მოვახერხებთ იმას რომ მივაღწიოთ წარმატებას, მე მას უარი ვუთხარი იმიტომ რომ მე დავინახე მისი გუნდი რომელიც არსად არ წაიყვანდა ამ ქვეყანას", – განაცხადა უსუფაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად