უსუფაშვილი: ფრაზეოლოგია-“მე შენ დაგამთავრებ” და “ჩაგრეცხავ” ცივი სამოქალაქო ომია, რაც 2020-ის არჩევნებით უნდა დასრულდეს

ამის შესახებ “შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

“ჩვენ – პარტიები და პოლიტიკოსები ვართ ისინი, ვინც ჩვენი ამომრჩევლის, მოქალაქეების ინტერესი მაქსიმალურად უნდა გამოვხატოთ და ერთმანეთს კი არ ვეპაექროთ, ერთმანეთის ამომრჩეველს ველაპარაკოთ. ამიტომ არის დამღუპველი, რომლითაც დასრულდა გადაცემის ქუდი “მე თქვენ დაგამთავრებთ”. გინდა დაგამთავრე დაარქვი, გინდა ჩაგრეცხავ, გინდა მოგსპობ, გინდა ჩვენ და ისინი, ამას ჩვენ – “შენების მოძრაობა” ვეძახით ცივ სამოქალაქო ომს, რომელიც 2020 წლის არჩევნებით უნდა დასრულდეს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად