უსუფაშვილი: ფორუმი კიდევ ერთი არასწორი ნაბიჯი იყო, რომელიც ქვეყანას კარგს არ მოუტანს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დღეს ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით გამართული ეკონომიკური ფორუმი "ტვ პირველთან" შეაფასა და განაცხადა, რომ არჩევნებამდე მსგავსი ტიპის შეხვედრები არასწორია. 

მისივე თქმით, ფორუმი პოლიტიკაში მონოპოლიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იყო. 

"ასეთი ტიპის შეხვედრები, ერთი მხრივ, კარგია. როდესაც ბიზნესმენები იკრიბებიან და საჯაროდ მსჯელობენ ქვეყნის მომავალსა და საჭიროებებზე. ბიზნესმენეი ქვეყნის წინსვლის მეტი შემომქმედნი არიან. მაგრამ, მეორე ასპქეტი არის, რომ თუ მათი შეხვედრისას ვინმე ერთი ბიზნესმენი, დღეს ივანიშვილი, ხვალ ხარატიშვილი, ზეგ ტრაპაიძე და ა.შ რაღაცნაირად თავს უფლებას მისცემს, რომ იყოს ყველაზე დიდი ქართველი, ყველაზე დიდი ბიზნესმენი და სხვებს მოუწოდებს, რომ თქვენც ჩემსავით რატომ არ მოდიხართო, ამ ნაწილში ვერ დავეთანხმები. 

ეს იგივეა, რომ მე ხვალ წავიდე, შევხვდე იურისტებს და გეუბნებით, ქვეყანას ეს სჭირდება, ეს არის სწორი, თქვენ რატომ არ აქტიურობთ-მეთქი? მეც მივუწვევივარ ასეთი ტიპის შეხვედრაზე, ბიზნესასოციაციებთან, მაგრამ მე არ მილაპარაკია მათთვის იმაზე, თუ რა არის სწორი, რას უნდა დაუჭირონ მხარი და რას არა. 

ბიზნესმენებთან შეხვედრა კარგია, მაგრამ მათ მიმართ ამ ფორმით მინიშნება, რომ ორ კვირაში უკვე პოლიტიკური არჩევანის დრო რომ მოდის, მათ რა უნდა გააკეთონ და რა არის სწორი, ეს არასწორია . ვერ ნახავთ მსგავსს ვერც ერთ განვითარებულ ევროპის ქვეყანაში. 

ჩემი აზრით, ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იყო იმ არასწორი მიმართულების, რასაც პოლიტიკაში მონოპოლიზაციის სურვილი ჰქვია. კიდევ ერტი ნაბიჯია იმ არასწორი მიმარტულებით, რომელიც ქვეყანას კარგს არ მოუტანს",- განაცხადა უსუფაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად