უსუფაშვილი “ოცნებაზე”: თუ ამ მომენტს გაუშვებენ ბიძინას ჯერ მისი მესათბურეობა, მერე მესაფლავეობა მოუწევს

სათბურში მყოფი "ქართული ოცნების" ბუნებრივ პოლიტიკურ გარემოში გადარგვის ოპტიმალური ვადაა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებია, – ამის შესახებ "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თუ "ქართული ოცნება" ამ შანსს ვერ გამოიყენებს, მაშინ ბიძინა ივანიშვილს მისი მესათბურეობა მოუწევს, ხოლო როცა დაიღლება შემდეგ უკვე მესაფლავეობა.

"არ შევალ განსჯის სიღრმეებში. ვინმე ეყოლებათ კანდიდატი. არა მგონია ის პრობლემა იყოს, რომ კანდიდატი ვერ შეარჩიონ. მეორე, დრო ჯერ კიდევ დიდია, ამიტომ ამ ხნის განმავლობაში თუ 5-6 მათგანზე გსმენიათ, მე გარანტიას გაძლევთ, რომ კიდევ 20-25 გვარი შემოგორდება და გაგორდება ამ პროცესში. ეს ასე ხდება ხოლმე. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ მომავალი აპრეზიდენტო არჩევნებით სახელმწიფო უნდა გავამაგროთ ჩვენ. ამისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური ცხოვრების გაჯანსაღება. 

რატომ არის მნიშვნელოვანი ეს აგიხსნით, სათბურში გამოყვანილი ნერგს თავის დროზე თუ გადარგავთ ბუნებრივ გარემოში ის არის ძლიერი და გამძლე, მაგრამ სათბურში გამოყვანილ ნერგს თუ დროზე ადრე ან ძალიან გვიან გადარგავთ ნიადაგში, ბუნებრივ გარემოში, მაშინ ის ძალიან მალე დაჭკნება. სათბურში მყოფი "ქართული ოცნების" ბუნებრივ პოლიტიკურ გარემოში გადარგვის ოპტიმალური ვადაა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. თუ ეს მომენტი ხელიდან იქნა გაშვებული ძალიან დიდი ალბათობით მგონია, ბიძინა ივანიშვილს მოუწევს "ქართული ოცნების" მესათბურეობა და როცა დაიღლება ამითი "ქართული ოცნების" მესაფლავეობა. ამით იმის თქმა მინდა, რომ როდესაც "ქართული ოცნება" იქნება მზად, კანდიდატის შერჩევის და ა.შ. პროცესის, მან უნდა გადადგას სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში გადასასვლელად. ამ წუთში ამას ვერ ვხედავ, თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ ვინც არ უნდა იყოს კანდიდატი და რაოდენ კარგი პიროვნული თვისებებითაც არ უნდა იყოს შემკობილი, მაშინ კანდიდატის არჩევის პროცესი, იმ კანდიდატის თუ სხვა კანდიდატის ქვეყანას წინ ვერ წაიყვანს", – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად