დავით უსუფაშვილი: ოქრუაშვილის გათავისუფლებას იმიტომ ვითხოვდით, რომ არასწორად იყო დაკავებული და არა იმიტომ, რომ თანამშრომლობას ვაპირებთ
პოლიტიკური პარტია „ლელოს“ წევრი დავით უსუფაშვილის განცხადებით, “ლელო” მზად არის ცალკეულ ოლქებთან და კანდიდატებთან დაკავშირებით, გაერთიანებულ ოპოზიციასთან კოორდინაციის რეჟიმში იყოს რათა ურთიერთ ხელსაყრელი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.
ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა გადაცემა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განაცხადა.
იგი ასევე გამოეხმაურა ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების ფაქტს და განმარტა, რომ ის უკანონოდ იყო დაკავებული.
“ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას ვითხოვდით იმიტომ, რომ ის არასწორად იყო დაკავებული და არა იმიტომ რომ მასთან პოლიტიკურ პარტნიორობას ვაპირებთ ან ის აპირებს ჩვენთან თანამშრომლობას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.