უსუფაშვილი: ნატოს წევრობამდე, საქართველოში აშშ-ს ბაზები უნდა განთავსდეს

სანამ ნატოს წევრობა გახდება რეალობა, საქართველომ უნდა იზრუნოს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების განთავსებისთვის – ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

"მე დღეს პირველად ვაცხადებ ამას რომ "რესპუბლიკური პარტია" ამ არჩევნების წინ და არჩევნების შემდგომ ისახავს მიზნად, მანამ სანამ ნატოს წევრობა გახდება რეალობა, საქართველომ უნდა იზრუნოს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების განთავსებისთვის, ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ქვეყნის დაცვისთვის აუცილებელი, რომელიც რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად უნდა დაისახოს ქართულმა სახელმწიფომ. 

იმიტომ რომ ის ვითარება რომელიც ჩამოყალიბდა არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ კიდევ უფრო ვრცელ გეოპლიტკურ სივრცეში, ჩვენ გვავალდებულებს მივიღოთ არაორდინალური გადაწყვეტილებები", – განაცხადა უსუფაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად