უსუფაშვილი მმართველ გუნდზე: წაკითხულის შინაარსის გამოტანა უჭირს ძალიან ბევრს, დაბალი კვალიფიკაციაა

საქართველოში ძალიან კარგად დავინახეთ, რომ ამ ხელისუფლებას ყველაზე მეტად აქვს მიდრეკილება თვითდაზიანებისკენ, ანუ პოლიტიკურ-მაზოხისტური მიდრეკილება ყველაზე მეტად შეიმჩნევა, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში“ „360 გარდუსი“ განაცხადა.

“საქართველოში ძალიან კარგად დავინახეთ, რომ ამ ხელისუფლებას ყველაზე მეტად აქვს მიდრეკილება თვითდაზიანებისკენ, ანუ პოლიტიკურ-მაზოხისტური მიდრეკილება ყველაზე მეტად შეიმჩნევა. მე ასეთი არ მაგონდება საქართველოში სხვა ხელისუფალი და ხელისუფლება.

ვინ ჩაიდენდა ისეთ თვითდამაზიანებელ აქტს, როგორიც იყო პროპორციული არჩევნების შემოთავაზება, მერე პროცესი და შემდეგ ამის უკან წაღება. ამიტომ ამ საქმეში და პროცესში რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობაა. არის დაბალი კვალიფიკაცია, წაკითხულის შინაარსის გამოტანა უჭირს ძალიან ბევრს – დიპლომატიური მიმოწერა, ან შეხვედრაზე ნათქვამი სიტყვა, ეს რეალურად რას ნიშნავს, ამას კვალიფიკაცია სჭირდება.”-ამბობს უსუფაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად