უსუფაშვილი: კორონა შვებულებაში იყო, პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებისთვის რომ შეიკრიბა?!

ამის შესახებ, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, “ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, დავით უსუფაშვილმა “კურიერის” ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ის რომ პარლამენტის თავმჯდომარე იყოს ჩაატარებდა თუ არა ამ ვითარებაში საპარლამენტო სხდომებს, დავით უსუფაშვილმა განაცხადა:

“რას ნიშნავს ჩავატარებდი?! კონსტიტუცია ამბობს. საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებისთვის რომ შეიკრიბა პარლამენტი, იმ დღეს კორონა შვებულებაში იყო? თუ “აცეპლენიაში” იყო პარლამენტი და არ უშვებდნენ შიგ. საკომიტეტო მოსმენებს რა უშლის ხელს სოციალური დისტანციის დაცვით? ხვალ ღმერთმა დაგვიფაროს და მტერი მართლა იარაღით რომ დაგვესხას თავზე, მაშინ სად უნდა ვიპოვოთ პარლამენტარები? საფრთხე ნაკლები იქნება? პარლამენტი იმიტომ გვინდა, მთავრობა იმიტომ გვინდა, პოლიცია იმიტომ გვინდა, მესაზღვრე იმიტომ გვინდა, საჯარო მოხელე იმიტომ გვინდა, რომ თავისი ფუნქცია საგანგებო რეჟიმში შეასრულოს. სწორედ საგანგებო რეჟიმში, დეკრეტებით უნდა იმართებოდეს ქვეყანა, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს, იმიტომაა მუდმივად შეკრებილი,”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად