უსუფაშვილი: კონსორციუმს მგონია, გაუჩნდა განცდა, რომ ამ მთავრობის პირობებში უბრალოდ, არ უწერია განხორციელება

ამის შესახებ “შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა რადიო „პალიტრის“ ეთერში, გადაცემაში „შუადღის რადიოსტუდიაში“ განაცხადა.

„მგონია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს უბრალოდ უნდათ, ეს პროექტი იმ სახით, რა სახითაც იყო გამიზნული, არ შედგეს. საერთოდ შედგეს თუ არა, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხაზარაძის და იმ ხალხის მონაწილეობით, როგორც მიდიოდა პროექტი, ხელისუფლებას მისი გაგრძელების სურვილი არაფერში ეტყობა.

კონსორციუმს კი, მგონია, უკვე გაუჩნდა განცდა, რომ ამ მთავრობის პირობებში უბრალოდ, არ უწერია პროექტს განხორციელება და ამიტომ უკვე ის ენთუზიაზმი და შემართება, რაც ამ პროექტს სჭირდება, აღარ და ვეღარ იგრძნობა. თავიდანვე დაიწყო არასწორი მიდგომით, რომ კონსტიტუცია და ქვეყნის ძირითადი კანონი გამოყენებული იქნა სარეკლამო, ინვესტიციების მოზიდვის საშუალებად, ეს არაჯანმრთელი დამოკიდებულება თავიდანვე იყო.”,- განაცხადა უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად