უსუფაშვილი ხიდაშელის მინისტრობაზე: პრემიერი ამ გადაწყვეტილებაზე 24 საათით ადრე ჩამოყალიბდა

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და მთავრობისთვის გამოსაცხადებელ ნდობის საკითხებზე ტელეკომპანია "იმედით" განმარტებები გააკეთა. მისი განცხადებით, გადაწყვეტილების მიღება კოალიციურ რეჟიმში მოხდა.

"პრემიერმინისტრმა ეს გადაწყვეტილება მიიღო კოალიციურ სტრუქტურებთან კონსულტაციის შედეგად. პრემიერმინისტრს ჰქონდა შეხვედრა ჩემთანაც. რაც შეეხება თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას, რადგან ეს საკითხი ასე გაინტერესებთ, გეტყვით, რომ  პრემიერი ამ გადაწყვეტილებაზე ჩამოყალიბდა 24 საათით ადრე. რაც შეეხება 2 მინისტრის გადადგომას, ისინი ადრე გადადგნენე. ვაკანტური იყო ორი მინისტრის შეცვლა და ეს ვაკანტურობა იწვევდა შემდგომ მთავრობის განახლების პროცესს. ასე რომ, ეს ორი ვაკანსია როდის და როგორ შეივსებოდა, იმაზე იყო დამოკიდებული, როდის დაიწყებოდა იმ დროის ათვლა, რაც პრეზიდენტს უნდა წარმოედგინა პარლამენტში. ჩვენ ეს გადაწყვეტილებები მივიღეთ კოლეგიალურად და კოლექტიურად. 

ამ გადაწყვეტილებით ნდობას ჩაერთო საათი. თუ აქამდე ეს ნდობა ითვლებოდა უვადოდ, სანამ ამ მოწვევის პარლამენტი იყო, ახლა ამ ნდობას ჩაერთო საათი. ეს ნდობა გახდა ვადიანი. ჩვენს მთავრობას  აქვს ნდობა და დარწმუნებული ვარ, ეს ნდობა ხელახლა დადასტურდება, ესაა პასუხი ყველა კითხვაზე." – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...