უსუფაშვილი: ხელისუფლებებს სჭირდებათ ხოლმე სხვანაირი გამოფხიზლება, ზოგჯერ ზუგდიდიდან, ზოგჯერ თბილისის ქუჩებიდან

“შენების მოძრაობის” ლიდერის დავით  უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ  ქვეყანაში მიმდინარე პროცესები სახელმწიფოებრივი ცხოვრების წესს უნდა დაუბრუნდეს.

როგორც დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამისთვის ხელისუფლება გონივრული კომპრომისისთვის მზად უნდა იყოს.

“ყველაფერი უნდა დასრულდეს შეთანხმებით, ცივილიზებულად, მაგრამ ხელისუფლებებს ხშირად სჭირდებათ ხოლმე სხვანაირი გამოფხიზლება, ზოგჯერ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ზოგჯერ ზუგდიდიდან, ზოგჯერ თბილისის ქუჩებიდან. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დაუბრუნდეს სახელმწიფოებრივი ცხოვრების წესს, ოღონდ ამისთვის საჭიროა, ხელისუფლება მზად იყოს გონივრული კომპრომისისთვის,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად