უსუფაშვილი: ხელისუფლებამ სააკაშვილის თემა კვლავ აქცია შიდაპოლიტიკური მოხმარების იარაღად

“მე არ ვიცი, უკრაინაში როდის მოხდება შემდგომი სერია კედლებზე სიარულის, ვინ ვის კედლებსა და ჭერზე, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ის, რაც ჩვენი გადასაწყვეტია მე ეს მაღლევებს”.

ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის” წევრმა დავით უსუფაშვილმა მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ხელისუფლებაში პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით საუბრისას “ტვ პირველის” ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

“ჩემთვის ძალიან რთული დღეა, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის მთავრობა იქცევა ისე, რომ შეურაცხყოფს სახელმწიფოებრივ, ეროვნულ  და ადამიანურ-მოქალაქეობრივ ღირსებას. ის განცხადებები, დამოკიდებულება, რაც “ქართულმა ოცნებამ” გამოავლინა ბოლო კვირებში კონკრეტული დანიშვნის, ზევით აწევის, ქვევით ჩაწევის თუ რაღაც თანამდებობას ეს დაერქმევა თუ ის დაერქმევა, ეს იყო პოლიტიკურად უდიდესი მცდარი ნაბიჯი” -განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე აზრით, უკრაინასთან ამ თემაზე ასე წაკინკლავება არის დაუშვებელი საქართველოს მდგომარმეობაში მყოფი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით, უკრაინასთან, რომელთან ერთად, ყველაზე მეტად ვიზიარებთ იმ გასაჭირს და პრობლემას, რასაც საერთო ოკუპანტი ჰქვია.

“უკრანასთან ხელჩაკიდებულმა უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა, სხვანაირად არაფერი არ გამოგვივა. ამის ნაცვლად, ხელისუფლებამ სააკაშვილის თემა კვლავ აქცია შიდაპოლიტიკური მოხმარების იარაღად. კიდევ ერთხელ შეეცადა, ის წარმოაჩინოს ოპოზიციური ლიდერის საფრთხობელად, რომ მასზე ვილაპარაკოთ და ის იყოს მთავარი თემა. ხელისუფლება ვერ გათავისუფლდა რაღაც კომპლექსებისგან და სააკაშვილი-ივანიშვილის პერსონალური დაპირისპირება, რომელიც უკვე ყოველგვარ ზღვარს გადაცდა და ქვეყანას დიდი ხანია ვნებს, კიდევ ერთხელ გამოვლინდა ამ ყველაფერში” -განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად